თანამედროვე გარემოში ადამიანის ყველაზე დიდი დეფიციტი საკუთარი თავისთვის დროის დათმობა, საკუთარ სურვილებზე კონცენტრირებაა. ყოველდღიური საქმიანობა ხშირად გვაკარგვინებს იმის შეგრძნებას, რაც რეალურად გვინდა, ვინც სინამდვილეში ვართ.
შენი ცხოვრებით ცხოვრება, კავშირი შენს სურვილებთან, კავშირი შენს თავთან, შენი ოჯახის წევრებთან, გარემოსა და სამყაროსთან, ყოველდღიური არჩევანია, რომელიც ერთხელ თუ გააკეთე, აუცილებლად იგრძნობ, რომ ცხოვრობ ისე, როგორც არავის უცხოვრია, რადგან განსაკუთრებულ, საკუთარ ამბავსა და ისტორიას ქმნი.
სახლი ყოველთვის საუკეთესო ადგილია შენს ცხოვრებაში შენი თავის დასაბრუნებლად, შენი სურვილების რეალიზაციისთვის. m² კი თავისი პროექტებით, მომსახურებითა და მრავალფეროვანი სივრცეებით გეხმარება „იცხოვრო შენი ცხოვრებით“ - ისე, როგორც არავის უცხოვრია.
m²-ის გზავნილის - „იცხოვრე შენი ცხოვრების“ - ვიზუალური ინტერპრეტაცია „ჯოვანი მორას“ არაჩვეულებრივ კოლექციაში შედგა: შეიქმნა აქსესუარებისა და მაისურების ახალი, ფერადი კოლექცია, რომლის შეძენაც უკვე შესაძლებელია. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოლაბორაციები ბრენდებთან და...
სახლი, ჩვენი ცხოვრების რეალიზების ერთ-ერთი პლატფორმაა, ნებივრობა და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა - ყველაზე დიდი ფუფუნება. ამიტომაც m²-ისა და “ნინეას” განსაკუთრებული კოლაბორაცია შედგა და მომხმარებელს, დღეს უკვე შეუძლია სახლში სანებივრო...
ხელნაკეთი ხალიჩებისა და აქსესუარების ქართულმა ბრენდმა Carpeteria-მ, m²-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში სპეციალური კოლექცია შექმნა, რომელიც უმაღლესი ხარისხის ქართული შალის ძაფებითაა შექმნილი და ის ხალიჩებს, სარკეებსა და ბალიშებს აერთიანებს.“m²-ისა და ადგილობრივი,...
m²-ის ახალი გზავნილი - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ უკვე სამოსშია ჩაინტეგრირებული, იმისათვის, რომ ის, როგორც ტენდენცია, როგორც საკუთარი თავის მუდმივ რეალიზებაზე ზრუნვა და სურვილებთან კავშირი უფრო კარგად იყოს გაგონილი და მოსმენილი.სამოსზე...