m²-ის ახალი გზავნილი - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ უკვე სამოსშია ჩაინტეგრირებული, იმისათვის, რომ ის, როგორც ტენდენცია, როგორც საკუთარი თავის მუდმივ რეალიზებაზე ზრუნვა და სურვილებთან კავშირი უფრო კარგად იყოს გაგონილი და მოსმენილი.
სამოსზე მისი დატანა და ტარება მუდმივად გვახსენებს იმას, რომ ჩვენ უნიკალურები, თავისუფლები ვართ და შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით, ისე, როგორც არავის უცხოვრია.
პირველი დიზაინერი, ვისთანაც კოლაბორაცია განხორციელდა თაკო მექვაბიძეა, რომელმაც m²-ის განახლებული გზავნილის - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ინსპირაციით სამოსი და აქსესუარები შექმნა.
“ჩემი კოლექციის მთავარი ინსპირაცია სხვადასხვა პროფესიის ქალია. კოსტიუმების სილუეტები მამაკაცის თარგზეა აგებული, რითიც შევეცადე ქალის ძლიერი მხარეები მეჩვენებინა. ძალიან საინტერესო გამოვიდა m² -თან კოლაბორაცია. კომპანიის განახლებული სლოგანი ჩემი ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო გახდა. „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თითოეული ჩვენგანის შინაგანი დევიზია და ვფიქრობ, ნამუშევრებიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა“, - თაკო მექვაბიძე, დიზაინერი.
სამოსისა და აქსესუარების შეძენა შესაძლებელია თაკო მექვაბიძის შოურუმში ან ონლაინ:
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N11
www.takomekvabidze.com