9-12 მაისს, Factory Tbilisi-ში, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - „თბილისის კულტურის კვირეული“ გაიმართა, რომელიც ქართული ისტორიისა და ხელოვნების საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა. კვირეულში მონაწილეობას 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტი იღებდა, რომელთა ნამუშევრები Factory Tbilisi-ს საგამოფენო სივრცეში ოთხი დღის განმავლობაში იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების გენერალური პარტნიორი იყო m² და ახალი გზავნილი - "გაბედე” წარადგინა - ის ბრენდის გზავნილის დაზუსტებაა და ასე ჟღერს - „გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით“.
“საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას ხშირად გაბედვა სჭირდება. გაბედვა გვჭირდება ყოველ დღე - ურთიერთობებში, აღიარებაში, განთავისუფლებაში, შიშის დაძლევაში. “გაბედვა” ზუსტად ეხმიანება შემოქმედებით ხასიათს და უმეტეს წილად სწორედ ის აქცევს შემოქმედებას ხელოვნებად. ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება“, - ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, m²-ის სივრცეში, დასვენებასთან ერთად ე.წ. Fortune Cookie-ს დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ორცხობილებში აღმოჩენილი ფრაზები “გაბედეს” თემატიკას ეხმიანებოდა.