liveyourownlife.ge

m² X Carpeteria

ხელნაკეთი ხალიჩებისა და აქსესუარების ქართულმა ბრენდმა Carpeteria-მ, m²-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში სპეციალური კოლექცია შექმნა, რომელიც უმაღლესი ხარისხის ქართული შალის ძაფებითაა შექმნილი და ის ხალიჩებს, სარკეებსა და ბალიშებს აერთიანებს.

“m²-ისა და ადგილობრივი, ქართული ბრენდების კოლაბორაციის იდეა ჩვენი ახალი გზავნილის „იცხოვრე შენი ცხოვრების“ შემოტანიდან ძალიან მალე გაჩნდა. სურვილი -  ჩვენი შეტყობინების გავრცელება, მომხმარებელთან მისი ახლოს მიტანა და ქართული ბრენდების მხარდაჭერაა. ამ კონტექსტში „კარპეტერია“, ჩვენთვის, კომპანიის პროფილიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო  ბრენდი აღმოჩნდა. სახლი ის პლატფორმაა, სადაც ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ხორციელდება. აქ შეტანილი თითოეული ნივთი ჩვენს გემოვნებას, ხასიათს, კონკრეტული მომენტის განწყობას გამოხატავს“ – ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

„m²-თან კოლაბორაცია ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია, რადგან ის შესაძლებლობას გვაძლევს, გავხდეთ თქვენი სახლის შემოქმედების ნაწილი. ჩვენთან, თითოეული ნივთი ინდივიდუალური დიზაინით იქმნება და ადამიანებს საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი უნიკალური ხასიათი“, - ნათია ზირაქიშვილი და მარიამ მარგიანი, Carpeteria-ს თანადამფუძნებლები.

 

ნივთების შეძენა შესაძლებელია Carpeteria-ს ვებ-გვერდზე -  www.carpeteria.ge