liveyourownlife.ge

m² x Ninea

სახლი, ჩვენი ცხოვრების რეალიზების ერთ-ერთი პლატფორმაა, ნებივრობა და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა - ყველაზე დიდი ფუფუნება. ამიტომაც m²-ისა და “ნინეას” განსაკუთრებული კოლაბორაცია შედგა და მომხმარებელს, დღეს უკვე შეუძლია სახლში სანებივრო სამოსი m²-ის ბრენდის შეტყობინების პრინტით - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ - შეიძინოს.

 

„ნინეა“ უკვე 7 წელია სახლში სანებივრო სამოსს ქმნის და ყოველთვის ცდილობს ისეთი მრავალფეროვანი კოლექცია შესთავაზოს გოგონებსა და ქალბატონებს, რომ მათ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა ფორმისა და განწყობის მიხედვით შეძლონ.

 

„ნინეასთვის“ სახლი საუკეთესო ადგილია საკუთარ თავთან საკომუნიკაციოდ, საკუთარი ემოციების, გონებისა და სხეულის მოსასმენად“ - ამბობს ანი იოსელიანი, „ნინეას“ თანადამფუძნებელი. ამიტომაც კოლაბორაციის ეს იდეა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

 

„სამოსზე სხვადასხვა შეტყობინების დატანა გამოცდილი ტენდენციაა იმისთვის, რომ ადამიანმა მისი ტარებით თავისი ცხოვრებისეული ხედვა, ფილოსოფია და დამოკიდებულებები აჩვენოს. როცა მომხმარებლის და ბრენდების ფილოსოფია ემთხვევა, ეს იდეოლოგიური კავშირია და სწორედ ისაა, რასაც ეძებს ყველა ძლიერი ბრენდი“ - ირინა დუმბაძე, m² -ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 
 
 
 
 

 

სამოსის შეძენა შესაძლებელია “ნინეას“ მაღაზიაში ან ონლაინ:    

თბილისი, ი. თარხნიშვილის ქ. N21    
www.ninea.ge