თბილისში ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართა - რეგიონში ამბის თხრობის პირველი, საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი m² იყო.
ფესტივალი მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილების ჩვენებას, ვორქშოპებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ამბის თხრობის და გადმოცემის, როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიეღოთ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.
კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებ სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობს იღებდა 60-მდე პროფესიონალი სხვადასხვა ქვეყნიდან და ინდუსტრიიდან. სპეციალურად ფესტივალისთვის თბილისს ამერიკელი მსახიობი, შონ პენი ეწვია, რომელმაც ღონისძიება დახურა.