4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში საერთაშორისო პროექტის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მე-17 სეზონი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა და საერთაშორისო დიზაინერებმა 2023-2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები წარადგინეს.
პროექტის მიზანს ქართული მოდის განვითარება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრო, მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან, მათ შორის კრიტიკოსები, ბაერები, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები.
წლევანდელი Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს გენერალური სპონსორი m² იყო. პარტნიორობის ფარგლებში, Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს ერთ-ერთმა მონაწილე დიზაინერმა, თაკო მექვაბიძემ თავის ჩვენებაზე m²-ის განახლებული გზავნილის - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ინსპირაციით შექმნილი სამოსი და აქსესუარები წარმოადგინა.
„ჩვენი გზავნილი - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ უკვე სამოსშია ჩაინტეგრირებული, იმისათვის, რომ ის, როგორც ტენდენცია, როგორც საკუთარი თავის მუდმივ რეალიზებაზე ზრუნვა და სურვილებთან კავშირი უფრო კარგად იყოს გაგონილი და მოსმენილი. სამოსზე მისი დატანა და ტარება მუდმივად გვახსენებს იმას, რომ ჩვენ უნიკალურები, თავისუფლები ვართ და შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით, ისე, როგორც არავის უცხოვრია“, - ირინა დუმბაძე ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. m²-ის მისიაა ისეთი ადგილებისა და სივრცეების განვითარება, რომლებიც ადამიანებს გარემოსთან, ოჯახის წევრებთან, საკუთარ თავთან დააკავშირებენ. საკუთარ თავთან კავშირის აუცილებლობის შეხსენებას ისახავდა მიზნად ეს კოლაბორაცია, რომელსაც შეუძლია, სამოსით ყველაზე ახლოს მიიტანოს ადამიანთან გზავნილი.