liveyourownlife.ge

ბრენდის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია რატი ამაღლობელის საუბრებთან ერთად

m²-მა ბრენდის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია რატი ამაღლობელის საუბრებთან ერთად წარადგინა. ღონისძიება m² გალერეაში გაიმართა, სადაც კომპანიის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელმა, ირინა დუმბაძემ, ბრენდის დაპირებასა და ფასეულობებზე ისაუბრა.

 

ბრენდის გზავნილი - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“- ცნობილმა ქართველმა პოეტმა თავისი ნააზრევით, ფიქრებით გაშალა.